რუსეთი კომპანიებს ნავთობის მოპოვების შემცირებას ავალდებულებს – Reuters
რუსეთის მთავრობამ კომპანიებს დაავალა მეორე კვარტლის ნავთობის მოპოვება, ივნისის ბოლომდე, დღეში 9 მილიონ ბარელამდე შეამცირონ, OPEC+-ის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
ამის შესახებ Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თანახმად, მთავრობამ თითოეული კომპანიისთვის წარმოების შემცირების კონკრეტული მიზნები დააწესა.
Reuters-ის ცნობით, წარმოების შემცირება ხელს შეუწყობს ქარხნებში სეზონური მოვლის პიკს, რომელთაგან ბევრმა უკვე შეამცირა საწვავის წარმოება შეფერხებების და უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად.
გასული თვის ბოლოს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მოპოვება დღეში 9.5 მილიონ ბარელს შეადგენდა.
აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის ნავთობის მოპოვება დაახლოებით 3.6%-ით, 4.1%-ით და 4.9%-ით შემცირდება.
ნოვაკის თქმით, აპრილში რუსეთი წარმოებას დღეში დამატებით 350 ათასი ბარელით შეამცირებს, ხოლო ექსპორტი მარტის დონესთან შედარებით 121 ათასი ბარელით შემცირდება. მაისში წარმოება 400 ათასი ბარელით შემცირდება, ექსპორტი კი კიდევ 71 ათასი ბარელით დღეში.
ნავთობის ფასი კვირის დასაწყისში გლობალური მიწოდების შემცირებაზე შეშფოთების გამო გაიზარდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ესკალაციისა და რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ფონზე.