რუსეთის არმიამ კურსკის ფრონტი გაარღვია და საფრთხეს უქმნის ЗСУ-ს მომარაგებას

რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაყოფებმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ფრონტის მონაკვეთის გარღვევა შეძლეს - უკრაინული წყაროების ცნობით, ЗСУ პრაქტიკულად მოწყევეტილია მომარაგების მთავარ გზებს, ჭირს დაჭრილების ევაკუაციაც. 

საუბარია სუმისა და კურსკის ოლქის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, რომლის დაკავების შედეგადაც აქ მოქმედი უკრაინული დანაყოფები პრაქტიკულად მოწყდნენ დანარჩენ პლაცდარმს. 

უკრაინული წყაროები კურსკის ოლქში მოქმედი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯართა დაჯგუფების სრული ალყის საფრთხეზე მიანიშნებენ. 

უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, რუსული დანაყოფები პრაქტიკულად სახელმწიფო საზღვართან იმყოფებიან. იმავე წყაროს ცნობით, საოკუპაციო არმიის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად დრონებში მოპოვებული უპირატესობა გახდა, თუმცა მთავარ ფაქტორად ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსების მიერ ბრძოლაში ჩართული დასვენებული ჩრდილო-კორეული დანაყოფების გამოყენება სახელდება. 

ამავე წყაროების ცნობით, რუსეთის მთავარი სამიზნე სუჯის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკავებაა, რაც პრაქტიკულად სრულად მოჭრის უკრაინულ დანაყოფებს. 

ჯამურად გასული 48 საათის განმავლობაში უკრაინამ კურსკის ოლქში თითქმის 53 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა. 

იმავე Deep State-ის ცნობით, ამ მომენტისთვის უკრაინა კვლავ აკონტროლებს 355 კვადრატულ კილომეტრს კურსკის ოლქში, ხოლო ინტენსიური საომარი მოქმედებების ჯამური ფართობი 500 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. 

მსგავსი სიახლეები