რუსეთის ბუღალტრული აღრიცხვის პალატის თავმჯდომარე კუდრინი გადადგა

რუსეთის ფედერაციის ბუღალტრული აღრიცხვის პალატის თავმჯდომარემ ალექსეი კუდრინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

"ახლა მსურს ყურადღება გავამახვილო დიდ პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია კერძო ინიციატივების განვითარებასთან ფართო გაგებით, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანებზე", - დაწერა მან საკუთარ ტელეგრამის არხზე 29 ნოემბერს.

კუდრინმა აღნიშნა, რომ მან შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. იმავდროულად, ფედერაციის საბჭომ მიიღო პუტინის წინადადება კუდრინის ბუღალტრული აღრიცხვის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, განუცხადა РИА "Новости"-ს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ბიუჯეტისა და ფინანსური ბაზრების კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი არტამონოვმა.

ფედერაციის საბჭო კუდრინის გადადგომას 30 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. საბიუჯეტო და ფინანსური ბაზრების კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ზედა პალატას ვადაზე ადრე გაათავისუფლოს კუდრინი.

მსგავსი სიახლეები