რუსეთის ფინანსთა მინისტრის გამოსვლისას დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ქრისტინ ლაგარდი, კანადის ფინანსთა მინისტრის მოადგილე კრისტია ფრილანი, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკო და სხვა მაღალჩინოსნები G20-ის შეხვედრაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის გამოსვლისას დარბაზიდან გავიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post და Bloomberg ავრცელებს.

შეხვედრის დატოვების შემდეგ ოფიციალური პირების ფოტო კანადის ფინანასთა მინისტრის მოადგილე კრისტია ფრილენდმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"ამ კვირაში ვაშინგტონში გამართული შეხვედრები გლობალური ეკონომიკის მხარდაჭერას ეხება და რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მას. რუსეთი არ უნდა მონაწილეობდეს ამ შეხვედრებში. მსოფლიო დემოკრატიები არ დარჩებიან განზე მდგარი მიმდინარე რუსული აგრესიის და ომის დანაშაულების წინაშე", - წერს ფრილანდი.

 

მსგავსი სიახლეები