რუსეთის ჯარების მიერ ბახმუტის ალყაში მოქცევა, ნაკლებად სავარაუდოა - ISW
რუსული ჯარების წარმატებები სოლედარში არ ნიშნავს, რომ ბახმუტის ალყაში მოქცემა გარდაუვალია. რუსული წყაროების განცხადებების საწინააღმდეგოდ, ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბახმუტში უკრაინის სახმელეთო მომარაგების ხაზების ეფექტიანად გაწყვეტისთვის, რუსულ ძალებს კონტროლი მინიმუმ სევერსკ-ბახმუტის გზატკეცილზე უნდა მოეპოვებინათ და მიეღწიათ სლავიანსკ-ბახმუტის გზატკეცილამდე.
"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს წინსვლის ტემპი ამ რაიონში მაქსიმუმ რამდენიმე ასეული მეტრია დღეში, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალებმა შეძლონ კოორდინაცია გაუწიონ წინსვლას ამ სიმაგრეებისკენ და ბახმუტი ალყაში მოაქციონ." - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.