რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის კონტრშეტევისას დიდი გარღვევის ეშინია - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის კონტრშეტევისას დიდი გარღვევის ეშინია. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის 1 მაისის მიმოხილვაში ვკითხულობთ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ 2022 წლის ზაფხულიდან აშენებულ თავდაცვით ზღუდეებზე.

"ეს არის თავდაცვითი ნაგებობების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი სისტემა, რომლის მსგავსი მსოფლიოში მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ აშენებულა - ისინი განლაგებულია არა მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზთან, არამედ რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონების სიღრმეში." - ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში.  

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, ბრიტანული მხარის თქმით, ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სიმაგრეები აშენდა, კერძოდ, მრავალდონიანი თავდაცვითი ზოლი სოფელ მედვედევკას მახლობლად.

გარდა ამისა, რუსეთმა ასობით კილომეტრიანი თხრილები გათხარა თავის ტერიტორიაზე, მათ შორის ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში. ეს ქმედებები "ხაზს უსვამს რუსეთის ხელმძღვანელობის ღრმა შიშს უკრაინის მიერ შესაძლო მნიშვნელოვანი გარღვევაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, ზოგიერთი თავდაცვითი ზოლი შეიძლებოდა აგებულიყო ადგილობრივი ლიდერების ბრძანებით, რათა ხელი შეუწყონ ოფიციალურ ნარატივს რუსეთის ფედერაციაზე უკრაინისა და ნატოს თავდასხმის საფრთხის შესახებ.

მსგავსი სიახლეები