რუსეთის მმართველი პარტიის გენ. მდივანი ალტაის გუბერნატორად დაინიშნა

რუსეთის მმართველი პარტიის, ედინაია როსიას გენერალური მდივანი, ანდრეი ტურჩაკი ალტაის მხარის გუბერნატორად დაინიშნა. 

გადაწყვიტელების შესახებ ცნობილი დღეს, კრემლის მიერ ვლადიმირ პუტინისა და ტურჩაკის ონლაინ შეხვედრის ჩანაწერიდან გახდა ცნობილი. 

მოსალოდნელი საკადროს ცვლილების შესახებ გასულ დღეებში წერდა გაზეთი კომერსანტიც  

ანდრეი ტურჩაკი, რომელიც აქამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმდჯომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ვლადიმირ პუტინის მეგობრის შვილია. ანატოლი ტურჩაკი და რუსეთის პრეზიდენტი ერთი და იგივე ძიუდოს კლუბის წევრები არიან. 

ვინ არის ანდრეი ტურჩაკი 

ტურჩაკის კარიერა მამის კომპანიაში საქმიანობით დაიწყო - საუბარია სანქტ-პეტერბურგში მდებარე სამხედრო საწარმო ლენინელზე, რომლის დირექტორადაც ანატოლი ტურჩაკი ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში მუშაობდა. 

2005 წელს ტურჩაკი მამის ბიზნეს ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა და ედინაია როსიას წევრი გახდა. ტურჩაკი პარტიული ხაზით თავიდანვე დაწინაურდა და მალევე პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახდა. მალევე პარტიამ ტურჩაკი ნენეცკის ავტონომიური ოლქის სენატორობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა კანდიდატურა ადგილობრივი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. 

სენატორი ტურჩაკი 2007 წელს მას შემდეგ გახდა, რაც პსკოვის რეგიონული დუმის წევრი გახდა, ხოლო მმართველმა პარტიამ ის პარლამენტის ზედა პალატაში გაანაწილა. 

უკვე 2009 წელს ტურჩაკმა ფედარაციის საბჭო პსკოვის ოლქის გუბერნატორის სავარძელში გაცვლა და 33 წლის ასაკში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორიც გახდა. 

ამ პერიოდს უკავშირდება ტურჩაკის კარიერის ჯერჯერობით ყველაზე სკანდალური ეპიზოდი. ტურჩაკის შესახებ დამამცირებელი პუბლიკაციების შემდეგ უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ოლეგ კაშინს. კაშინზე თავდასხმისთვის დაკავებულები მამის ერთ-ერთ კომპანიასთან იყვვნენ დაკავშირებულები. კაშინი თავდასხმის ორგანიზატორად სწორედ ტურჩაკს ასახელებდა, თუმცა თავად პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფდა. 

პარალელურად გრძელდებოდა ტურჩაკის პარტიული აღმასვლა - უკვე 2017 წელს ედინაია როსიას გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახდა. ამ თანამდებობაზე ტურჩაკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფუნქციონერი გახდა, სწორედ ის კურირებდა ყველა დონის არცევნებს, მათ შორის საპრეზიდენტოსაც. 

მალევე ტურჩაკი პსკოვის გუბერნატორის პოსტი დატოვა მმართველი პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ანდრეი ტურჩაკი 2020 წელს დაინიშნა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ტურჩაკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რუსი პოლიტიკოსი გახდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მას ე.წ. ახალი რეგიონების ერთ-ერთ კურატორადაც მიიჩნევდნენ. "არავის შეეპაროს ეჭვი - რუსეთი აქ სამუდამოდაა",- ამბობდა 2022 წლის ზაფხულში ბალაკლეაში მყოფი ტურჩაკი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. ტურჩაკი ომის ერთ-ერთი ყველაზე გუმხრავალე მხარდამჭერი იყო, პოლიტიკოსის ოფიციალურ ტელეგრამ არხსაც კი Z ასო 'ამშვენებს.'

მაღალი პარტიული თანამდებობისა და ომის აქტიური მხარდაჭერის ფონზე, ტურჩაკი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. 

ამ ფონზე ალტაის მხარის გუბერნატორობა რუსეთის ე.წ. ძალაულფების ვერტიკალის სისტემაში ერთმნიშვნელოვანი დაქვეითებაა. ტურჩაკის 'ჩამოლაბორანტებაზე მიუთითებს ის გარემო, რომელშიც გადაწყვეტილება გამოცხადდა (ვიდეო ჩართვით და არა პირადი შეხვედრით). 

ტურჩაკთან საუბარში პუტინი თითქმის არ ახსენებს ტურჩაკი პარტიულ გამოცდილებას. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ ტურჩაკს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორობასაც უწინასწარმეტყველებდნენ. 

გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე შესაძლოა ეს მმართველი პარტიის ცოტა ხნის წინ გამართული პრაიმერიზის შედეგებია. ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული დირექტივის მიუხედავად, რომ პარტიულ თანამდებობებზე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანები დაეწინაურებინათ ვერ შესრულდა. ედინაია როსიას პრაიმერზში მონაწილეობა სულ 250 ვეტერანმა მიიღო და მათგან მხოლოდ 95 აღმოჩნდა პარტიულ სიაში. 

არ არის გამორიცხული, რომ ტურჩაკის დაქვეითება პუტინის ხელახალი ინაუგურაციის შემდეგ ჩაშვებული საკადრო საკადრო გადახალისების ნაწილია. მოსალოდნელია ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბლოკშიც, რომელიც შიდა პოლიტიკას კურირებს და რომლის ხელმძღვანელიც სერგეი კირიენკოა. 

 

 

მსგავსი სიახლეები