რუსეთის მოსახლეობის 30% ომის შეწყვეტის მომხრეა, 57% კი გაგრძელების - ВЦИОМ

რუსეთის მოსახლეობის 30% ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მომხრეა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეკვეთით  ჩატარებული დახურულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა [ВЦИОМ] ჩაატარა.

დახურული სოციოლოგიური კვლევის მონაცემები Meduza-მ მოიპოვა

გამოცემის ცნობით, კვლევა ივნისის მიწურულს ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი ომის საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესახებ განწყობების გამოკვეთა იყო. 

კვლევის მიხედვით რესპოდენტთა 30% "საომარი მოქმედედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მომხრეა, 57% მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებები უნდა გაგრძელდეს, ხოლო 13%-ს პასუხის გაცემა უჭირს. ამასთანავე გამოცემისთვის უცნობია რესპონდენტების ჯამური რაოდენობა. 

ომის შეწყვეტის მომხრეების წილი ყველაზე მაღალია 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სადაც საომარი მოქმედებების შეწყვეტას გამოკითხულთა 56% ემხრობა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში საომარი მოქმედებების გაგრძლებას გამოკითხულთა 19% უჭერს მხარს. 

25-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ომის შეწყვეტას 43% უჭერს მხარს, ხოლო 41 მისი გაგრძელების მომხრეა. კვლევის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ასაკობრივი ჯგუფი მით უფრო მაღალია ომის მხარდაჭერაც. მაგალითად 60-წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებიდან ომის გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხულთა  72%. 

ომის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თანაბრად არიან გაყოფილები რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში - მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ომის შეწყვეტას გამოკითხულთა 40% ითხოვს, ხოლო 48% საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეა. 

ზოგადად რუსეთის იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება ომის საშუალო მხარდაჭერის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 62%-ს ფარგლებში მერყეობს. 

რესპონდენტთა განწყობები დიდწილად დამოკიდებულია მათი ინფორმაციის წყაროზე - ასე მაგალითად ინტერნეტის აქტიური მომხარებლებიდან ომის შეწყვეტას მხარს უჭერს გამოკითხულთა 47%, ხოლო 35% პირიქით. 

დიამეტრულად განსხვავდება განწყობები იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიით იღებეთ - ამ ჯგუში ომის გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 68%, ომის წინააღმდეგი კი მხოლოდ 22%-ია. 

დახურული კვლევის შედეგები არსად გამოქვეყნებულა, ორგანიზაციის საიტზე მხოლოდ მაისის კვლევის შედეგებია განთავსებული, რომლის მიხედვითაც ომს მხარს უჭერს გამოკითხულთა 72%, ხოლო 17% საომარი მოქმედებების წინააღმდეგ გამოდის. 

მსგავსი სიახლეები