რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
"გადაწყვეტილება სეზონური მოთხოვნის გაგრძელების და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის პერიოდში საწვავის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მივიღეთ," - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
შეზღუდვა გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
რუსეთში ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემოიღეს, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება "საავტომობილო ბენზინით შიდა ბაზრის გაჯერების და ცალკეული საწარმოების მიერ ნავთობის გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად" შეჩერდა.
ემბარგოს გაგრძელება, ბაზრის მონაწილეების აზრით, განპირობებულია მთავრობის სურვილით, აირიდოს ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებისს თავდასხმების განმეორების რისკის აღმოფხვრის შეუძლებლობის გათვალისწინებით.
ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის არმია მუდმივად ზრდის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების რაოდენობას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. სამხედრო მიზნებთან ერთად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობპროდუქტების შესანახი ობიექტები ხშირად უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის სამიზნეა.