რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების წინააღმდეგ არაეფექტურია
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა არაეფექტურია უკრაინული დრონების წინააღმდეგ. ამის შესახებ ამერიკული ომის შესაწვლის ინსტიტუტი (ISW) წერს.
ISW-ს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამას მოწმობს "უკრაინის განმეორებითი დარტყმები ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ზურგში".
29 დეკემბერს სარატოვის რეგიონში, ენგელსის სამხედრო აეროდრომზე მორიგი თავდასხმა მოხდა. სამი დღით ადრე, იმავე სამხედრო ობიექტი დაიბომბა უკრაინელების მიერ, რასაც სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.