რუსეთის შს მინისტრი: მოსკოვმა ДНР და ЛНР მარიუპოლამდე უნდა აღიაროს
რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" მათ "ისტორიულ საზღვრებში" უნდა აღიაროს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოწვეულ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"აუცილებელია ამ რესპუბლიკების იურიდიულად აღიარება. მაგრამ მე ერთ ცვლილებას შევიტანდი - ეს სუბიექტები მათ ადმინისტრაციულ საზღვრბში უნდა ვიაღიაროთ, რომლებშიც ამ რესპუბლიკების ხალხები უკრაინის შეიარაღებული ძალების ოკუპაციამდე იყვნენ. ეს არის მარიუპოლიდან იმ ისტორიული საზღვრებამდე", - განაცხადა კოლოკოლცევმა.
უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონბასს შორის მდებარეობს. 2014 წელს მარიუპოლი დონბასელმა სეპარატისტებმა დაიკავეს, თუმცა, უკრაინის არმიამ მოგვიანებით მისი გათავისუფლება შეძლო.