რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი ბულგაკოვი დააკავეს
ФСБ-მ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 26 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის დაკავება გამოაცხადეს.
ბულგაკოვისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა "კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის" ფარგლებში შეირჩა.
РИА Новости სამართალდამცავ უწყებებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ დიმიტრი ბულგაკოვმა შექმნა "სისტემა, სადაც ჯარს უხარისხო ინდივიდუალური კვების რაციონი მიეწოდებოდა გაბერილ ფასად."
"ძროხის ხორცი შეცვალა ღორისა და ქათმის ხორცმა და რაციონის ენერგეტიკული ღირებულება არ იყო შეფასებული," - განმარტა სააგენტოს წყარომ.
РИА Новости-ის ცნობით, დიმიტრი ბულგაკოვის საქმეზე კიდევ სამი ბრალდებულია. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯერ კიდევ აპრილში გადაიყვანეს.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამის არხი Rybar წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები თავად ბულგაკოვთან ჯერ კიდევ მაისში ჩატარდა. გენერალი ახლა მოსკოვის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფება.