რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ხარკოვთან მდებარე ქალაქი იზიუმი ავიღეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ხარკოვის მახლობლად მდებარე ქალაქი იზიუმი აიღეს.
"24 მარტის დილისთვის რუსეთის არმიის ნაწილებმა მთლიანად დაამყაროს კონტროლი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე", - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.
რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მასალა განახლებადია.