რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "მოსკვას" კაპიტანი გემთან ერთად დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ არხზე ოფიციალურად დაადასტურა კრეისერ მოსკვას კაპიტნის დაღუპვის შესახებ. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაიღუპა კრეისერ მოსკვას მეთაური, პირველი რანგის კაპიტანი, ანტონ კუპირინი", - ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში. 

რუსეთის წამყვანი სამხედრო გემის, მოსკვას ჩაძირვის შესახებ გავრცელებული ცნობები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 14 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა შემთხვევის მიზეზად შტორმი და ბუქსირების წარუმატებელი მცდელობა დასახელდა. 

სწორედ აღნიშნული კრეისერის მეთაური ითხოვდა კუნძულ ზმეინის მცველებისგან დანებებას, რის შემდეგაც ცნობილი მიმართულებით გაგზავნეს. 

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კრეისერი მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოშიც. 

კრეისერ მოსკვას ღირებულება 750 მილიონ დოლარს უახლოვდება, ჯერჯერობით სწორედ ის არის რუსეთის არმიის ყველაზე ფასეული დანაკარგი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. 

მსგავსი სიახლეები