რუსეთის თავდაცვა: ომის დაწყებიდან მოკლულია 498 რუსი ჯარისკაცი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა დანაკარგები რუსეთში. უწყების ინფორმაციით უკრაინაში სადამსჯელო ომის დაწყებიდან ამ დრომდე მოკლულია 498 რუსი ჯარისკაცი, დაჭრილია 1597 სამხედრო პირი.
ამავდროულად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული მხარის დანაკარგების შესახებაც წარმოადგინა ინფორმაცია. ოკუპანტების მონაცემებით ომი დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 2870 უკრაინელი სამხედრო პირი, დაიჭრა 3 700 ხოლო ტყვედ ჩავარდა 572 პირი.
მასალა განახლებადია.