რუსეთის ტყვეობიდან 144 უკრაინელი გათავისუფლდა, მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველი

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლა შეძლეს, რომლის დროსაც 144 უკრაინელი მებრძოლი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.

"შედგა ტყვეების მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლაა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 მებრძოლიდან აზოვსტალის 95 დამცველია. მათ შორის - 43 სამხედრო აზოვის პოლკიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

გაცვლის შედეგად გათავისუფლდნენ:

  • 59 ეროვნული გვარდიელი;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების 30 სამხედრო;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო;
  • სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 17 სამხედრო;
  • ტერიტორიული თავდაცვის ცხრა მებრძოლი;
  • ერთი პოლიციელი.

"მათგან 23 ოფიცერია და 69 სერჟანტი. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი 19 წლის. მათ უმრაველსობას გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება: ცეცხლსასროლი იარაღის და ნამსხვრევებით ჭრილობები, აფეთქებების შედეგად მიღებული დაზიანებები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაცია." - ნათქვამია განცხადებაში.

ტყვეობიდან გათავისუფლებული მებრძოლების გვარებს უკრაინის დაზვერვა არ ასახელებს.

მსგავსი სიახლეები