რუსეთმა ჩინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

"გაზპრომი" ციმბირის გაზსადენით, რომელიც შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამარაგებს, ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი კვირით აჩერებს. ამის შესახებ "გაზპრომმა" 20 სექტემბერს Telegram-ზე განაცხადა.

22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინურ კომპანია CNPC-სთან კონტრაქტი აღჭურვილობისა და სისტემების წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე პროფილაქტიკას ითვალისწინებს.

"გაზპრომი" წერს, რომ "ციმბირის ძალა" CNPC-თან ერთობლივი პროექტია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. სექტემბერში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინეთისთვის რუსული საწვავის საფასურის ეროვნულ ვალუტაში - რუბლსა და იუანში გადახდაზე.

აგვისტოს ბოლოს გაზპრომმა შეაჩერა ევროპისკენ გაზის Nord Stream-ის გაზსადენით მიწოდება, რაც აიხსნება გაზის სატუმბი განყოფილებაში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების აუცილებლობით. 2 სექტემბერს გაზპრომმა ტექნიკური პრობლემების გამო გაზსადენი სრულად გააჩერა.

მსგავსი სიახლეები