რუსეთმა ჩრდილოეთ ნაკადით ევროპას გაზის მიწოდება გაურკვეველი ვადით შეუწყვიტა
რუსეთის გაზის ექსპორტის სახელმწიფო მონოპოლისტმა, გაზპრომმა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება გაურკვეველი ვადით, სრულად შეუწყვიტა.
ამის შესახებ რუსული ენერგეტიკული გიგანტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გაზპრომში ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გაზსადენის გარკვეულ მონაკვეთებზე გამოვლენილი პრობლემებია, რომელთა მოგვარებამდეც ბუნებრივი აირის ექსპორტი არ აღდგება.
გაზსადენში ბუნებრივი აირის ნაკადი თავდაპირველად 31 აგვისტოს შეწყდა - ამის ოფიციალურ მიზეზად კომპანიაში ერთადერთი მუშა გაზგამტარი აგრეგატის რემონტს ასახელებდნენ, რომელიც "პარტოვაიას" სადგურზეა განთავსებული. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რემონტი 3 უნდა გაგრძელებულიყო და გაზის ექსპორტი 3 სექტემბერს უნდა აღდგენილიყო.
გაზპრომის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თარიღი, თუ როდიდან შეიძლება აღდგეს მისლადენში გაზის მიწოდება.
ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მათ ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით უკვე მიმართეს კომპანია Siemens, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მილსადენის ტექნიკური ოპერატორის ფუნქციებს ასრულებდა.
კონტექსტი
თავის მხრივ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ რუსეთისგან მიიიღეს შესაბამისი მოთხოვნა, თუმა მათი აზრით გაზის მიწოდებას შესაჩერებლად ამ დროისთვის არავითარი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს.
ივლისის ბოლოდან მოყოლებული რუსეთთმა ჩრდილოეთის ნაკად 1-ის გავლით გაზის მიწოდება მაქსიმალური გამტარი სიმძლავრის 20%-მდე შეამცირა. შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გამოიკვეთა.
გაზპრომში ბუნებრივი აირის გატარების შემცირების მიზეზად რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით საგაზო ტურბინებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებდნენ.
კერძოდ გაზპრომში ამბობდნენ, რომ სანქციების გამო ისინი ვერ იბრუნებდნენ ომამდე კანადაში რემონტისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ საგაზო ტურბინას. სანქციების მიუხედავად ოფიციალურმა ოტავამ ტურბინა მიაწოდა გერმანიას.
გერმანელების თქმით, ტურბინა ტექნიკურად გამართულია და მის ასამუშავებლად და გატარების ნორმალური სიმძლავრეების აღსადგენად მხოლოდ კრემლის ნებაა საჭირო.
თავის მხრივ მოსკოვი ოფიციალური სასანქციო რისკების არ არსებობის დადასტურების წერილისა და განმარტების გარეშე უარს ამბობს ტურბინის უკან მიღებაზე.
კომპანია Siemens-ში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მილსადენის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა, ამბობენ, რომ კრემლი ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.