რუსეთმა ფინეთის დიპლომატიური მისიების ანგარიშები გაყინა
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა ფინეთის დიპლომატიური მისიების ანგარიშები გაყინა.
Helsingin Sanomat წერს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ანგარიშების გაყინვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება მიიღო. ფინეთს მოსკოვში საელჩოს გარდა, პეტერბურგში გენერალური საკონსულო აქვს.
გამოცემას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ საკითხზე ფინეთი რუსეთის ხელისუფლებას დაუკავშირდა.
"ვითარება მძიმეა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2023 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ფინეთის საელჩოში გაგზავნეს კონვერტები, რომლებშიც უცნობი თეთრი ფხვნილი აღმოაჩინეს.