რუსეთმა პირველად ვერ შეძლო ევრობონდების პროცენტის დოლარში გადახდა
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თქმით, უცხოურმა ბანკმა უარი თქვა რუსეთის მიერ ევრობონდების პროცენტის გადასახადის დოლარში გატარებაზე.
საუბარია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ევრო ობლიგაციების პროცენტზე, თანხამ 640 მილიონ დოლარს აღემატება. დოლარში გადახდის გატარებაზე უარის შემდეგ, რუსეთმა დავალიანება რუბლებში დაფარა, თუმცა სხვა ვალუტაში გადახდას სესხის პირობები არ ცნობს.
ამ დროისთვის რუსეთს დეფოლტის საფრთხე ელოდება თუ კი ერთ თვეში ისინი საპროცენტო გეგმიურ გადახდას ვერ განახორციელებენ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ვითარების გამოსასწორებლად ზუსტად 1 თვე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 4 მაისს რუსეთი შესაძლოა დეფოლტი გამოცხადდეს.
რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ რუსეთის დეფოლტისთვის სინამდვილეში არ არსებობს და დასავლეთი ასეთი გარემოს შექმნას ხელოვნურად ცდილობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მ კომერციულ ბანკებთან ერთად სანქციები დაუწესეს რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებსაც.
სხვადასხვა მონაცემებით, დაყადაღებული აღმოჩნდა რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 60%, რაც რეალურ გამოსახვაში 300 მილიარდ დოლარს აღემატება.