რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა დაიწყო
31 დეკემბერს ნაშუადღევს უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამ ინფორმაციას ვებგვერდი "Map of Alarms of Ukraine" ავრცელებს.
უკრაინის რამდენიმე რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა განაცხადა სარაკეტო დარტყმის ალბათობაზე.
"ოკუპანტებმა გადაწყვიტეს ეცადონ ჩვენი დღის დანგრევას. გაისროლეს რაკეტები", - წერს ვიტალი კიმი, ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მან ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რაკეტების დარტყმის შემთხვევაში ზარალის შესამცირებლად ქალაქში გაითიშა ელექტროენერგია.
"რაკეტები ჟიტომირის რეგიონში! ჩვენ არ ვიღებთ და არ ვაქვეყნებთ საჰაერო თავდაცვის მუშაობის კადრებს", - წერს ჟიტომირის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა მოხდა და აფეთქებებია. 14:16 საათზე მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი აფეთქება დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოხდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მან დაწერა, რომ აფეთქებები ასევე მოხდა პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში.
31 დეკემბერს რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ხმელნიცკის რეგიონს. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გამალიმ Telegram-ზე განაცხადა.
"ჩვენს რაიონში სარაკეტო თავდასხმაა. გთხოვთ, ყველას თავშესაფრებში დარჩით! დეტალები მოგვიანებით", - წერს ის.