რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

10 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა დაიწყო.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Telegram-ზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაბომბა ხარკოვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმის შემდეგ 150 000 ადამიანი დარჩა ელექტრომომარაგების გარეშე.

"ამჟამად ხარკოვში დაახლოებით 150 000 აბონენტი გვყავს ელექტროენერგიის გარეშე, ნაწილობრივ აღვადგენთ წყალმომარაგებას და გათბობის მიწოდებას", - განაცხადა სინეგუბოვმა.

10 თებერვალს, დილით ზაპოროჟიესა და ხმელნიცკში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსული თავდასხმების შედეგად მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე ასევე პოლტავას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა დაწერა

ორ საათზე მეტ ხანს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი, მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10 თებერვალს, დილით, Telegram-ზე განაცხადეს, რომ გუშინ ღამით ჩამოაგდეს ხუთი რუსული ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" და ხუთი ირანული წარმოების კამიკაძე დრონი Shahed-136/131.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები