რუსეთმა უკრაინელ მომღერალ ჯამალაზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინელი მომღერალი ჯამალა რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ ТАСС წერს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზიდან ირკვევა, ჯამალა (ნამდვილი სახელი - სუსანა ჯამალადინოვა) სისხლის სამართლის მუხლით იძებნება.
კონკრეტულად რომელი მუხლით გამოცხადდა მასზე ძებნა, უცნობია.
ჯამალამ 2016 წელს ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით "1944", რომელიც 1944 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაციაზეა.
ჯამალას რუსეთის აგრესიის პერიოდში აქტიური პრო-უკრაინული პოზიცია აქვს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ და საქველმოქმედო აქტივობებშია ჩართული.