რუსეთმა ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერა - РИА Новости Крым

რუსმა ოკუპანტებმა ყირიმის ხიდთან რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვა გააძლიერია. ამის შესახებ ინფორმაციას 5 ივლისს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო РИА Новости Крым რეგიონის ძალოვან სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდაცვა "უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად" ძლიერდება.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა სერგეი გორბაჩოვმა პროპაგანდისტულ გამოცემას განუცხადა, რომ ხიდის მიდამოებში შეიქმნა "მრავალფენიანი თავდაცვა", ასევე დამონტაჟდა "სამიზნე ფარები". მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვაში ჩართული არიან რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის, შავი ზღვის ფლოტის, სანაპირო დაცვისა და ეროვნული გვარდიის ძალები.

მსგავსი სიახლეები