რუსეთს დონეცკსა და ლუჰანსკში ჯარი შეჰყავს
ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთს სამხედრო ნაწილები შეჰყავს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლუჰანსკა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკებში.
ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის საიტზე გამოქვებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომლითაც დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობაა აღიარებული.
განკარგულების ტექსტის მიხედვით, რუსი სამხედროებმა უნდა უზრუნველყონ სიმშვიდე და სტაბილურობა დონბასის ტერიტორიაზე.
"თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნოს შესასრულებლად - შეიარაღებულ ძალებმა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე",- ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა რამდენიმე საათის წინ აღიარა.