რუსეთში "არატრადიციული ღირებულებების" ამსახველი ფილმების ჩვენება იკრძალება

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კინო გაქირავების ლიცენზიას ვერ მიიღებენ ფილმები, რომლებშიც არატრადიციული ღირებულებებია ასახული. 

ამის შესახებ კულტურის სამინისტროს კინომატოგრაფიისა და ციფრული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დმიტრი დავიდენკომ სანქ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. 

გასულ წლებში კინოთეატრებში ჩვენების ლიცენზია რამდენიმე სერიალსა და ფილმის არ მისცეს, ძირითადად იმ ნამუშევრებზე, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციებს ეწინააღმდეგება. 

2022 წლის მიწურულს ლიცენზიაზე უარი უთხრეს სერიალ მონასტერს, რომელმაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია. 

გასული წლის შემოდგომაზე კინოთეატრებში არ აჩვენეს იაკუსტკელი რეჟისორის ფილმი - მიზეზი კადრში გადაცმული მამაკაცის გამოჩენა იყო. 

იმავე წლის ოქტომბერში გაქირავების ლიცენზიაზე უარი უთხრეს ცნობილი რუსი რეჟისორის, ალექსანდრ საკუროვის ფილმს, რომლის სიუჟეტიც ჯოჯოხეთში ვითარდებოდა, სადაც ერთმანეთს ჰიტლერი, მუსოლინი და სტალინი ხვდებიან ერთმანეთს. 

მსგავსი სიახლეები