რუსეთში დრონები "კინჟალის" საწარმოს დაესხნენ თავს
14 ნოემბრის ღამეს, დრონები მოსკოვის მახლობლად, КБ МАШИНОСТРОЕНИЯ-ს საწარმოს დაესხნენ თავს, რომელიც "კინჟალებს" და "ისკანდერებს" აწარმოებს. კიდევ ერთი დრონი ბრაიანსკის რეგიონში ქიმიურ ქარხანას დაესხა თავს, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.
ამის შესახებ ტელეგრამის არხი Astra და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერენ.
Astra-ს ცნობით, მოსკოვის მახლობლად მდებარე МАШИНОСТРОЕНИЯ-ს დიზაინის ბიუროს დრონი 11 ნოემბრის ღამესაც დაესხა თავს.
"დღეს დაახლოებით 7:30 სთ-ზე კვლავ მოხდა ძლიერი აფეთქება გოლუტვინის მიდამოენში. თვითმხილველების თქმით, ეს აშკარად ისმოდა ოკსკის პროსპექტზე მდებარე სახლებში. ეზოში გაჩერებული მანქანებში სიგნალიზაცია ამოქმედდა." - წერს Astra.
გარდა ამისა, Baza-ს ცნობით, "სსრკ-ს 50 წლის იუბილეს სახელობის ბრაიანკის ქიმიური ქარხნის" სახელოსნოში აღმოაჩინეს დრონი, რომელიც არ აფეთქდა, ასაფეთქებელი ნივთიერებით. სახელოსნო ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. მისი სახურავი სამ ადგილას დაზიანდა.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის, ტამბოვის, ბრიანსკის და ორიოლის რაიონებში ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურა.