რუსეთში Facebook-ზე წვდომა ნაწილობრივ შეზღუდა
რუსეთის სახელმწიფო ცენზურის ორგანომ რუსეთში სოციალურ ქსელ Facebook-ზე წვდომა ნაწილობრივ შეზღუდა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაა.
თავის მხრივ, გენერალურმა პროკურატურამ სოციალურ ქსელზე წვდომის შეზღუდვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც სოციალურმა ქსელმა რუსეთის ოფიციალური სახელმწიფო უწყებებისა და თუ სახელმწიფო თანამდებობის პირების ანგარიშებს სხვადასხვა შეზღუდვები დაუწესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში Facebook-ს რუსეთის მოქალაქეების "ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების" შეზღუდვაში ედება ბრალი.