რუსეთში მოკლეს Tu-95-ის პილოტი, რომელიც უკრაინას ბომბავდა - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, სტრატეგიული ბომბდამშენის, Tu-95-ის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი რუსეთში, ენგელსში მოკლეს.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი ენგელსის ავიაბაზაზე მსახურობდა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებში და მკვლელობებში.
თავდასხმის შედეგად, სტეგაჩოვმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიღო.
"შეგახსენებთ, რომ ომის ყველა დამნაშავეს სასჯელი ემუქრება. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, მანქანის ნომრები, მარშრუტები და ჩვევები." - წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.
რუსი პილოტი ოლეგ სტეგაჩოვი მის ავტომობილთან მოკლეს