რუსეთში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი დააპატიმრეს

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, ყაზანში დააკავეს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც ერთდროულად რუსეთის და აშშ-ს მოქალაქეა.

"რადიო თავისუფლების" თანახმად, ალსუ კურმაშევას ბრალად ედება, რომ უცხოეთის აგენტად არ დარეგისტრირდა და ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კურმაშევა პრაღაში ცხოვრობს, სადაც "რადიო თავისუფლების" სათავო ოფისია, რუსეთში კი თათარსტანისა და ბაშკორტოსტანის ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის გასაშუქებლად იყო ჩასული.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში დააკავეს.

გასული წლის მარტში დააპატიმრეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი ივენ გერშკოვიჩი, რომელიც ამ დრომდე საპატიმროში რჩება. მას ბრალად აშშ-ს ჯაშუშობა დასდეს.

 

მსგავსი სიახლეები