რუსი ადმირალი: ბალტიის ზღვაში ნატოს გემები სამიზნეში გვეყოლება
რუსეთის ბალტიური ფლოტის სარდალი, ადმირალი ვლადიმირ ვალუევი ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა.
"ბალტიური ფლოტის ძალები ყურადღებით დააკვირდებიან ნატოს გემების მოქმედებებს მიმდინარე სამხედრო წვრთნების პერიოდში. აგრესიული გეგმების გამოვლენის შემთხვევაში ნატოს გემები სამიზნეში გვეყოლება", - განაცხადა ვალუევმა.
საუბარია ნატოს ერთობლივ წვრთნებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს N1 მუდმივი საზღვაო ჯგუფი. სამხედრო წვრთნებში მონაწილე გემების პირველი ნაწილი უკვე ესტონეთში, ტალინის პორტში იმყოფება.
"ამ წვრთნების მთავარი მიზანია აჩვენოს მოკავშირეებს საზღვაო ძალების ყოფნა ბალტიის ზღვაში და ჩაატაროს ერთობლივი წვრთნები ესტონეთის სამხედრ-საზღვაო ფლოტთან", - ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნატოს გემებმა ესტონეთში მყოფი ბრიტანული კონტინგენტის საბრძოლო ჯგუფისთვის საჭირო საბრძოლო მასალები ჩაიტანა.
პი
Подробнее: https://www.m24.ru/news/bezopasnost/15042022/451669?utm_source=CopyBuf