რუსი ოკუპანტები 11 სექტემბერს დონეცკის ანექსიაზე "რეფერენდუმის" გამართვას გეგმავენ
დონეცკის ოლქის რუსეთთან ანექსიის ე.წ „რეფერენდუმი“ 11 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ 28 ივნისს Telegram-ზე დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
"საოკუპაციო ადმინისტრაციებმა მიიღეს ინსტრუქციები, მოემზადებინათ ადგილები და კომისიები რეფერენდუმის ჩასატარებლად. ისინი ამზადებენ დღესასწაულს ნაცისტური დამპყრობლებისგან დონბასის განთავისუფლების აღსანიშნავად. ქალაქ მარიუპოლის საბჭოთა დღესასწაულთან ერთად. სიმბოლიზმი ყველაფერშია", - წერს ანდრიუშჩენკო.
დონეცკის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, 22 ივნისის მდგომარეობით დონეცკის რეგიონის ტერიტორიების 45% რჩება უკრაინის ხელისუფლებისა და უკრაინის სამხედროების კონტროლქვეშ, სადაც ბრძოლები რუსულ არმიასთან გრძელდება.