რუსული მედია: ანკარაში აშშ-ს და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა იმართება
რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში აშშ-ს და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა იმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი Комерсанть წერს.
კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის ინფორმაცით, ანკარაში იმყოფება რუსეთის საგარეო დაზვერვის [СВР] ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.
მხარეებს შორის შეხვედრა არცერთ მხარეს არ დაუანონსებია, უცნობი რჩება შეხვედრის საკითხიც.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ ვერაფერს დაადასტურებს და ვერაფერს უარყოფს.
თავის მხრივ რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს ბოლო შეხვედრა 10 იანვარს ჟენევაში, რუსეთის მიერ დასავლეთისგან მოთხოვნილი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ფარგლებში შედგა.
26 თებერვალს ჩანიშნული იყო შეხვედრა სერგეი ლავროვსა და ენტონი ბლინკენს შორის, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.