რუსული წყალქვეშა ნავი და გემი სევასტოპოლში Storm Shadow-ს რაკეტებით დაზიანდა

13 სექტემბერს სევასტოპოლზე თავდასხმებისთვის უკრაინის არმიამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow გამოიყენა.

ამის შესახებ Sky News უკრაინულ და დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ექსპერტები თვლიან, რომ სევასტოპოლის გემთმშენებელი ქარხნის დაბომბვა, რომელმაც დააზიანა რუსული წყალქვეშა ნავი და ხომალდი, შეიძლება იყოს რუსეთი ფლოტზე ყველაზე დიდი დარტყმა მთელი ომის განმავლობაში.

"ეს იყო Storm Shadow," - განუცხადა ერთმა წყარომ გამოცემას.

Sky News-ის თქმით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები ჯერჯერობით ყველაზე შორს მოქმედი იარაღია (250 კმ), რომელიც უკრაინის შეიარაღებაშია. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ მაისის დასაწყისში განაცხადა.

კონტექსტი

13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და სცეპსამსახურებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სევასტოპოლის სამხედრო პორტზე ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

წარმატებული შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემმა "მინსკმა".

გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას უკრაინულმა ძალებმა პირველად შეძლეს ოკუპანტების წყალქვეშა ნავის დაზიანება. წინასწარი ცნობებით, შეტევაში მონაწილეობდნენ როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო ძალების დანაყოფებიც.

მსგავსი სიახლეები