საბერძნეთი უკრაინას 40 BMP-1-ს გადასცემს და სანაცვლოდ 40 გერმანულ Marder-ს მიიღებს

საბერძნეთი უკრაინას 40 საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანას, BMP-1-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია 16 სექტემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

"საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოლაოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი შეთანხმდნენ, რუსული აგრესიისგან უკრაინის გაბედული თავდაცვის მხარდასაჭერად, საბერძნეთი უკრაინას 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP 1-ს გადასცემს", - ნათქვამია განცხადებაში.

"წრიული გაცვლის" სქემის ფარგლებში, საბჭოთა ჯავშანტექნიკა ჩანაცვლდება 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანით, რომელსაც გერმანია საბერძნეთს მიაწოდებს, ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები