საეჭვოა, რომ პუტინი სი ძინფინგისგან იარაღს მიიღებს - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ჩინეთს იარაღს არ მიაწოდებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა 30 მარტს, Укринформ-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩინური დრაკონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მთელი წლის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში იყო. მაგრამ [ჩინეთის ლიდერის] სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის შემდეგაც კი, რომელსაც რუსული პროპაგანდა განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს, არ შეიძლება ჩინეთის პოზიციის მკაფიო ცვლილებაზე საუბარი", - განაცხადა ჩერნიაკმა.
მისი აზრით, პეკინი თავისი გლობალური გავლენის გავრცელებას ცდილობს და მნიშვნელოვანია დასავლეთის ეკონომიკური დასუსტება, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ რუსეთის გეოპოლიტიკური დასუსტება ასევე ჩინეთის ინტერესებშია.
"ამიტომ, უკიდურესად საეჭვოა, რომ პუტინი სი ძინფინგისგან იარაღს მიიღებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გასაგრძელებლად", - თქვა დაზვერვის წარმომადგენელმა.