საფრანგეთი ექვს ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ექვს ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს და დამატებით კიდევ რვა რეაქტორის აშენებას განიხილავს.

"ბირთვული რენესანსის დრო დადგა," - თქვა მაკრონმა ბელფორში, 2050 წლის ენერგეტიკული სტრატეგიის წარდგენაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ენრგოკომპანია EDF ათობით მილიარდ ევროს მიიღებს ახალი ბირთვული რეაქტორების ასაშენებლად. პირველი ასეთი რეაქტორი მუშაობას 2035 წელს დაიწყებს.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მოქმედი არცერთი ატომური ელექტროსადგურის დახურვა არ განიხილება.

სტრატეგიის დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განახლებად ენერგიაში ხელისუფლება დამატებით ინვესტირებას გეგმავდა.

 

მსგავსი სიახლეები