საფრანგეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ექვს რუს დიპლომატს აძევებს

საფრანგეთი რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ექვს თანამშრომელს აძევებს, რომლებსაც ფრანგული კონტრდაზვერვა (DGSI) ბრალს ჯაშუშობაში სდებს.

„ექვსი რუსი ჯაშუში, რომლებიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ და პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენმა ჯაშუშების გამოვლენას „კონტრ-დაზვერვის შთამბეჭდავი ოპერაცია“ უწოდა.

მანამდე, 4 აპრილს საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.

გასული კვირებში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატები ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

მსგავსი სიახლეები