საფრანგეთი Nord Stream 2-ის სანქცირებას განიხილავს
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი შეიძლება Nord Stream 2-ის გაზსადენიც იყოს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა.
"მოკავშირეებმა გადავწყვიტეთ მოვამზადოთ უმძიმესი სანქციები, რათა რუსეთმა დაინახოს თავისი პასუხისმგებლობები და რისკები. ეს ასევე ნიშნავს, მაგალითად, Nord Stream 2-ის გაზსადენის ბლოკირებას", - თქვა ლე დრიანმა RTL-თან ინტერვიუში.
უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების ფონზე, დასავლეთი რუსეთი შეკავების სხვადასხვა გზებზე მსჯელობს, რაც გაზსადენის სანქცირებასაც მოიცავს.
ხუთშაბათს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბუნდესტაგში განაცხადა, რომ გაზსადენის ამოქმედების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების ნაწილია.
გუშინ მსგავსი განცხადება ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამაც გააკეთა.