საფრანგეთი წლიური სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებას გეგმავს
საფრანგეთის სამხედრო პროგრამის კანონი 2024-2030 წლებში სამხედრო ბიუჯეტის 413 მილიარდ ევრომდე გაზრდას ითვალისწინებს.
კანონი, რომელიც გუშინ წარუდგინეს მინისტრთა საბჭოს, წლიურ სამხედრო ბიუჯეტს გააორმაგებს. თუ 2017 წელს წლიური ბიუჯეტი 32 მილიარდი ევრო იყო, ახალი კანონპროექტით, 2030 წელს 69 მილიარდი იქნება.
ბოლო პროგრამის თანახმად, 2019-2025 წლებში საფრანგეთის ჯამური სამხედრო ბიუჯეტი 295 მილიარდი ევრო იყო.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გამოყოფილი სახსრები "ზედმეტი სულაც არ იქნება" და პირიქით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კიდევ მეტია საჭირო.