საფრანგეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონი ევროს შეიარაღებას გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონი ევროს შეიარაღებას გადაცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ამ საკითხზე მის უკრაინელ კოლეგასთან საუბარის შემდეგ განაცხადა.
"მე ვაცნობე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის დამატებით შეიარაღებისა გარდა იმ 100 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღების გარდა",- ამბობას ფლორანს პარლი.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ოპტიკურ-ელექტრონულ თავდაცვის საშუალებებზე, იარაღზე და საბრძოლო მასალაზე, შეიარაღების იმ სისტემებზე, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტად ჭირდება.
ხაზგასასმელია, რომ ეს თანხა არ შედის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტში.
"სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება საფრანგეთი მზადაა პარტნიორებთან ერთად მიაწოდოს უკრაინას განგრძობითი სამხედრო დახმარება",- განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.