საფრანგეთის მთავრობამ პრო-პალესტინური დემონტრაციები აკრძალა

საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის მიზეზით, საფრანგეთის მთავრობამ პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები აკრძალა. 

შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა. მინისტრის განკარგულებით ამგვარი აქციის ორგანიზატორებს დააკავებენ. 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა სახელმწიფოში პალესტინური ძირითადად, მემარცხენე მოძრაობების ორგანიზებით არაერთი დემონსტრაცია გაიმართა. მერიის მიერ გამოცემული აკრძალვის მიუხედავად პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა პარიზში. 

კვირის დასაწყისში ჰამასმა მსოფლიოს მუსლიმებს პარასკევს მასშტაბური მსვლელობისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები