საფრანგეთის სკოლებში ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება
საფრანგეთის 47 დეპარტამენტში დაწყებითმა სკოლებმა გააუქმეს ბავშვებისთვის ნიღბების ტარების ვალდებულება, რადანაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მკვეთრად შემცირდა.
ორშაბათიდან სკოლებში, რომლებიც ისეთ დეპარტამენტებში მდებარეობენ, სადაც 100 000 მოსახლეზე 50-ზე ნაკლები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა, ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა.
პირბადეების ტარების ვალდებულება დარჩა უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. 12 აგვისტოს ქვეყანაში 30 000 დღიური ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს კი - 5800.
საფრანგეთის მოსახლეობის 66% სრულად აცრილია.