საფრანგეთმა 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და ჩრდილოვანი ფინანსური სქემების (Tracfin) დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიიომ ვალეტ-ვალმა განაცხადა. მისი ინტერვიუ La Tribune-თან 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ამ თანხაში არ შედის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები და მხოლოდ კერძო პირების ქონება იგულისხმება.
აღნიშნული თანხის იდენტიფიცირება და დაბლოკვა 2022 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული შემოწმებისას მოხდა.
აქტივების დაბლოკვის საფუძველი ევროკავშირის პერსონალური სანქციებია.