საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო 13 წელში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

 

საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7,4 პროცენტს გაუტოლდა.

საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INSEE) ინფორმაციით, უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა - 2020 წლის გამოკლებით - როცა უმუშევრობის ვარდნა პანდემიის შეზღუდვებით იყო განპირობებული.

ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა უმუშევრობის შემცირებას „მარცხთან და ფატალიზმთან დიდი გამარჯვება“ უწოდა და მთავრობის რეფორმები წარმატებულად შეაფასა.

წლების განმავლობაში საფრანგეთი ევროკავშირის მსხვილ ეკონომიკებს შორის უმუშევრობის უჩვეულოდ მაღალი დონით გამოირჩეოდა.

ემანუელ მაკრონის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში (2017 წლის მაისი) უმუშევრობის მაჩვენებელი 9,6 პროცენტი იყო. მაშინ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მისი პირველი ვადის დასრულებამდე უმუშევრობის 7 %-მდე შემცირების დაპირება დადო.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები