სამხრეთ აფრიკამ რუსეთს იარაღი გადასცა - ამერიკის ელჩი
გასული წლის დეკემბერში აშშ-მა სამხრეთ აფრიკა რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ ის უკრაინა-რუსეთის ომში ნეიტრალურია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სამხრეთ აფრიკელ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ელჩმა პრეტორიაში რუბენ ბრიგეტიმ თქვა, რომ იარაღი რუსულ გემზე ჩატვირთეს, რომელიც საიმონ თაუნის საზღვაო ბაზაზე შევიდა.
"ჩვენ დავაფიქსირეთ სატვირთო გემის ჩატვირთვა 2022 წლის 6-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, სიმონ თაუნის საზღვაო ბაზაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გემზე იარაღი და საბრძოლო მასალა აიტვირთა, როდესაც ის რუსეთში ბრუნდებოდა." - თქვა ამერიკის ელჩმა.
კითხვაზე, რამდენად ზუსტი იყო აშშ-ის დაზვერვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკა საბრძოლო მასალას აწვდიდა რუსეთს, ბრიგეტიმ თქვა, რომ ამაზე სიცოცხლეს დადებდა.
ბრიგეტის თქმით, "შეცდომა იქნება ვაშინგტონში არსებული შეშფოთების შეუფასებლობა."
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ პარლამენტს განუცხადა, რომ "საქმე განიხილება."