სამმა მოლდოვურმა კომპანიამ რუსეთს $15 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები მიჰყიდა
2022-2023 წლებში სამმა მოლდოვურმა კომპანიამ რუსეთს 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები მიჰყიდა.
ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" მოლდოვის სამსახურის გამოძიებაში ვკითხულობთ.
თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების რუსეთში მოლდოვის გავლით გაგზავნა უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო. დასავლეთის ქვეყნების ნაწილები დიდ რუსულ ავიაკომპანიებში, Pobeda-სა და S7 Engineering-ში მოხვდა.
სქემაში სამი მოლდოვური კომპანია იყო ჩართული: Airrock Solutions, Aerostage Services და Maxjet Service. პირველი ორი 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის აპრილში დაარსდა, მათი მფლობელია მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ივან მელნიკოვი, მესამე კომპანია კი 2011 წლიდან არსებობს.
სამივე კომპანია შუამავლის როლს ასრულებდა - მათ სათადარიგო ნაწილები შეუკვეთეს, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობდნენ მათ რუსეთში შეტანაში, ზოგჯერ პირდაპირ რუსეთის აეროპორტებში. თუმცა, მიწოდება მოლდოვის ტერიტორიის გავლით არ მომხდარა.
მელნიკოვმა და რანგამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ მათი კომპანიების მიერ შეძენილი ნაწილების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნის შესახებ - ისინი, კონტრაქტების მიხედვით, დსთ-ს სხვა ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.
გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი შეიძლება მოლდოვის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის შეუსრულებლობა იყოს, რომლებიც დაკავშირებულია ავიაციის ნაწილების მიწოდებასთან.
"რადიო თავისუფლების" წყაროებმა მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მათ იციან ამ შემთხვევების შესახებ და რომ ამით უკვე დაინტერესდნენ "კომპეტენტური ორგანოები." გარდა ამისა, კიშინოვი განიხილავს ევროკავშირის სხვა სანქციებთან შეერთების შესაძლებლობას.