სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებისას Z ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი მოკვდა

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი კაფეში აფეთქებისას, ცნობილი რუსი Z ბლოგერი ვლადლენ ტატარკი მოკვდა. 

ტატარსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს РИА Новости. 

ტატარსკი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Z ბლოგერი გახდა. 

ვლადლენ ტატარსკი იგივე მაქსიმ ფომინი - 2014 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, სხვადსახვა ცნობებით დაკავშირებული იყო ჩვკ ვაგნერთან, იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Z ბლოგერი. 

კონტექსტი

კაფეში ვლადლენ ტატარსკის "შემოქმედების საღამო იმართება" - არსებული ცნობებით ტატარსკის საჩუქრად მისი მცირე ბიუსტი აჩუქეს, რომელიც რამდენიმე წუთში აფეთქდა. 

ტატარსკი ადგილზე გარდაიცვალა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 16 ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები