სარაკეტო თავდასხმა ვინიცაზე: დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა - 50-ზე მეტი

ვინიცაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესცენტრმა 14 ივლისს განაცხადა.

დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე 90 მაშველი მუშაობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა 14 ივლისს ვინიცა "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.

იგნატის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

მან აღნიშნა, რომ დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმას ღია ტერორისტული აქტი უწოდა.

"რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, ესვრის რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს, სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა", - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები