საუდის არაბეთთან შეთანხმების ფარგლებში ირანი იემენში ჰუსიტებს აღარ შეაიარაღებს

საუდის არაბეთთან დიდი შეთანხმების ფარგლებში ირანი იემენში ჰუსიტების დაჯგუფებას შეიარაღებას შეწყვეტს - ეს ვალდებულება ირანმა ჩინეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში აიღო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

საუდიელი და ამერიკული წყაროების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მართლაც აღასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. 

იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში საუდის არაბეთი და ირანი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიან, რამაც კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივა ომის მიმდინარეობა და განაპირობა ომის არეალის გაფართოება.  

თავის მხრივ ირანი მრავალი წელია უარყოფს, რომ ჰუსიტების დაჯგუფებას შეიარაღებას აწვდის, თუმცა გაეროს შესაბამისი უწყებების ცნობით, ჰუსიტების შეიარაღების უდიდესი ნაწილი ირანიდან მოდის. 

საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური შეთანხმების შემდეგ 2 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მოლოდინი, რომ ირანი დაიწყებდა გაეროს მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს დაწესებას. 

ჩინეთის შუამავლობის შედეგად ირანი და საუდის არაბეთი დიპ. ურთიერთობებს აღადგენენ

ამ დროისთვის მთავარ ამოცანას გასულ წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელებაა, რომლის მოქმედებაც გასული წლის ოქტომბერში ამოიწურა, თუმცა ორივე მხარე ამ დრომდე აგრძელებს მის შესრულებას. ზავის გახანგრძლივებისა და პოლიტიკური შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო თვეების განმავლობაში ჩიხში შევიდა. 

კონტექსტი 

იემენი საუდის არაბეთისა და ირანის დაპირისპირების ცენტრალური საკითხია. 2014 წელს ჰუსიტების დაჯგუფებამ იემენის დედაქალაქი აიღეს, რასაც საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დამხობა მოჰყვა. 

2015 წლიდან საუდის არაბეთმა იემენში საჰაერო კამპანია დაიწყო. კონფლიქტში მალევე უფრო ჩაერთო ირანი, რამაც სამოქალაქო ომი პრაქტიკულად Proxy ომად გადააქცია. 

9 წლის განმავლობაში იემენში 150 ათასმა მეტმა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათასობით მშვიდობიანი იემენელი ემსხვერპლა საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო კოალიციის საჰაერო დარტყმებს. 

ბოლო 3 თვის განმავლობაში ამერიკელმა ინსპექტორებმა ჰუსიტებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით სავსე 4 გემი დააკავეს. ირანიდან მომავალ გემებზე რამდენიმე ათასი ავტომატი სხვადასხვა კალიბრის ათასობით ჭურვი აღმოაჩინეს. 

რეგიონის ექსპერტების აზრით, მთავარი გაურკვევლობა ის არის თუ როგორ მოიქცევა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჯერჯერობით უცნობია რამდენად აპირებს ირანის ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი დაჯგუფება პატივი სცეს შეთანხმებას. 

გასული წლების განმავლობაში გუშაგთა კორპუსი ხშირად იღებდა ავტონომიურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები